Tuesday, April 18, 2017

ტრენინგის შეჯამება

     ტრენინგზე ვისწავლე  თანამედროვე ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა,სურათების მოძიება და ჩასმა. პოვერ პოინტში სლაიდების გაკეთება და ბლოგზე გადატანა,  პროექტ გაკვეთილის დაგეგმვა.
     ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი იყო.

ტრენინგზე დამუშავებული მასალები

გაკვეთილის  პორტფოლიო

Tuesday, April 11, 2017


        ნიკო ბაგრატიონი


Sunday, April 9, 2017

ჩემი ოცნების ქალაქი

ჩემი ოცნების ქალაქია პარიზი.



სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება:თავისუფალი ცხოვრების უფლება მცირერიცხოვან ერებს

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:- მოსწავლეები ნიკო ბაგრატიონის დღიურის ,,ბურები " შესწავლის შემდეგ გაიგებენ, რომ ერს/ქვეყანას,რაც უნდა პატარა იყოს,უფლება აქვს თავად განკარგოს სამშობლოს ბედი და უბედობა,მისი ავი და კარგი,სიხარული და მწუხარება,იყოს დამოუკიდებელი,თავისუფალი,ბედნიერი.

 პროექტის აქტუალობა:ნიკო ბაგრატიონის ჩანაწერების გაცნობის შემდეგ, მოსწავლეები გაიაზრებენ პროექტის   თემის აქტუალობას, თუ როგორი მძიმე იყო ოდითგანვე ტერიტორიულად პატარა ქვეყნების და მათი მცხოვრებლების ბედი. ძლიერი სახელმწიფოები ყოველთვის ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ,დაემონებინათ,მოესპო მათთვის დამოუკიდებლობა,ენა,სარწმუნოება,ზოგჯერ კი მთლიანად აღეგავათ პირისაგან მიწისა.

პროექტის მიზნები:*მოიძიებენ მასალას ნიკო ბაგრატიონის შესახებ;
                                     *გამოიკვლევენ, ვინ იყვნენ ბურები, ტერიტორიულად სად  ცხოვრო
                                      ბდნენ ისინი და როგორია მათი დღევანდელი მდგომარეობა;
                                      *დააკავშირებენ ბურებისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიას ერთმანეთთ
                                         ან.

მოსწავლეთა ასაკი:12 /13 წელი

ვადები/ხანგძლივობა:ერთი კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები მოძიებული მასალის გამოყენებით გააკეთებენ პრეზენტაციას ნიკო ბაგრატიონისა და  ბურების შესახებ, ააგებენ ვენის დიაგრამას ქართველებისა და ბურების ისტორიას შორის მსგავსება-განსხვავების შესახებ და განათავსებენ პოვერ პოინტში.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტში ჩართული სამი კომპიუტერი, პროექტორი, რუკა.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეებს გავყოფ სამ ექვსკაციან ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ავუხსნი და მივცემ დავალებას: 1-ლი ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიძიებს ინფორმაციას ნიკო ბაგრატიონის წარმომავლობის, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ; მე-2 ჯგუფი გეოგრაფიის მასწავლებლის მითითებებით, ასევე რუკისა და ინტერნეტის გამოყენებით  გამოიკვლევს, ვინ იყვნენ ბურები, სად მდებარეობდა მათი ქვეყანა და  რა მდგომარეობაში არიან ისინი დღეს. მე-3 ჯგუფს კონსულტაციებს ისტორიის მასწავლებელი გაუწევს, ისინი საქართველოს წარსულ და ახლანდელ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ადგენენ მსგავსება-განსხვავებას საქართველოსა და ბურების ისტორიას შორის. მოძიებული მასალები მოაქვს პროექტის ხელმძღვანელთან,    რომელიც ჯგუფების მუშაობას   თვალ-ყურს ადევნებს და საჭიროების შემთხვევაში, აძლევს მითითებებს.


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული, ისტორია,  გეოგრაფია, ისტი.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):მაია ჩეკურიშვილი

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:maia.chekurishvili1@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი:http://mchekura.blogspot.com/

Saturday, April 8, 2017

სასწავლო პროექტები და მე

რომელიმე თემის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეების ჯგუფებს ეძლევათ თემასთან დაკავშირებული დავალებები, ეძლევათ განსაზღვრული დრო, მოსწავლეები   თავიანთ ნამუშევარს მასწავლებელთან ერთად ამუშავებენ. მე ასეთი  გაკვეთილი არ ჩამიტარებია.

ტექნოლოგიებს გამოვიყენებ...

სასწავლო პროცესში ტექნოლოგიებს გამოვიყენებ პრეზენტაციის დროს.

ჩემი პირველი გზავნილი

მე უკვე ბლოგერი ვარ. შემიძლია დღეიდან ჩემი მოსაზრებები გამოვაქვეყნო.